1. შესავალი

1.1 აღნიშნული წესები და პირობები („წესები“) ვებსაიტის gamarjobs.ge („პლატფორმა“ და/ან „კომპანია“). პლატფორმაზე წვდომის, ან მისი გამოყენების შემთხვევაში, თქვენ („მომხმარებელი“) წინამდებარე წესებსა და პირობებს ეთანხმებით. თუ წესებზე თანხმობას არ აცხადებთ, პლატფორმის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ.

1.2 პლატფორმა საქართველოში არსებულ დამსაქმებლებსა („დამსაქმებელი“) და სამუშოს მაძიებლებს („სამუშაოს მაძიებელი“) შორის მედიალურ როლს თამაშობს. ვებსაიტი მხოლოდ დასაქმების, კადრების მოძიებისა და შერჩევის მიზნებისთვის გამოიყენება.

1.3 კომპანია უფლებას იტოვებს, რომ აღნიშნული წესები ნებისმიერ დროს შეცვალოს. ნებისმიერი ცვლილება ძალაში პლატფორმაზე გამოქვეყნების შემდეგ შედის. შესწორებული პირობების არსებობის შემთხვევაში, პლატფორმის გამოყენების გაგრძელება, შესწორებულ პირობებზე თანხმობას ნიშნავს.

2. განმარტებანი

2.1 ტერმინი „პლატფორმა“ ვებსაიტს gamarjobs.ge და კომპანიის მიერ შემოთავაზებულ, მასთან დაკავშირებულ ყველა მომსახურეობას აღნიშნავს.

2.2 ტერმინი „კომპანია“ პლატფორმის ოპერატორ კომპანიას gamarjobs.ge აღნიშნავს.

2.3 ტერმინი „მომხმარებელი“ ნებისმიერ იმ ფიზიკურ პირსა თუ ცალკეულ ორგანიზაციას აღნიშნავს, რომელსაც პლატფორმაზე წვდომა აქვს, ან მას იყენებს. პლატფორმის მომხმარებლებს შესაძლოა სამუშოს მაძიებლები და დამსაქმებლები (თუმცა, არა მხოლოდ) წარმოადგენდნენ.

2.4 ტერმინი „დამსაქმებელი“ ნებისმიერ იმ ფიზიკურ პირსა თუ ცალკეულ ორგანიზაციას აღნიშნავს, რომელიც პლატფორმას სამსახურის ვაკანსიების გამოსაქყვეყნებლად, კანდიდატების მოსაძიებლად, ან რეკრუიტმენტთან დაკავშირებული სხვა აქტივობების განსახორციელებლად იყენებს.

2.5 ტერმინი „სამუშაოს მაძიებელი“ ნებისმიერ იმ ფიზიკურ პირს აღნიშნავს, რომელიც პლატფორმას დასაქმების შესაძლებლობების მოსაძიებლად, ვაკანსიებზე განაცხადების შესატანად, ან პროფესიული პროფილის შესაქმნელად იყენებს.

2.6 ტერმინი „კონტენტი“ ნებისმიერ იმ ტექსტს, სურათს, ვიდეოს ან სხვა სახის მასალას აღნიშნავს, რომელიც პლატფორმაზე მომხმარებლების მიერ ქვეყნდება. კონტენტი შესაძლოა გამოქვეყნებულ ვაკანსიებს, რეზიუმეებსა და მომხმარებელთა პროფილებს (თუმცა არა მხოლოდ) მოიცავდეს.

2.7 ტერმინი „მომსახურეობები“ პლატფორმის მიერ უზრუნველყოფილ ყველა ფუნქციას, ინსტრუმენტსა და მახასიათებელს აღნიშნავს. მომსახურეობები შესაძლოა ვაკანსიების გამოქვეყნებას, პროფილის მართვასა და საკომუნიკაციო საშუალებებს (თუმცა არა მხოლოდ) მოიცავდეს.

2.8 ტერმინი „ანგარიში“ მომხმარებლის მიერ, პლატფორმაზე არსებულ მომსახურეობებზე წვდომისთვის შექმნილ რეგისტრირებულ ანგარიშს აღნიშნავს.

2.9 ტერმინი „პირობები“ წინამდებარე წესებსა და პირობებს აღნიშნავს, რომელიც ასევე კომპანიის მიერ მასში პერიოდულად შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას, განახლებას ან მოდიფიკაციას მიემართება.

2.10 ტერმინი „პერსონალური მონაცემები“ იდენტიფიცირებულ, ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირთან დაკავშირებულ, მონაცემების დაცვის შესაბამისი კანონით განსაზღვრულ, ნებისმიერ ინფორმაციას აღნიშნავს.

2.11 ტერმინი „კონფიდენციალური ინფორმაცია“ კომპანიასა და მომხმარებლებს შორის არსებულ ნებისმიერ იმ ინფორმაციას აღნიშნავს, რომელიც საჯარო ხელმისაწვდომობისთვის არ არის განსაზღვრული.

3. გამოყენების ზოგადი პირობები

3.1 ავტორიზებული გამოყენება
პლატფორმა ექსკლუზიურად იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, ვინც დასაქმების შესაძლებლობებს ან კანდიდატებს ეძებს. ვებსაიტის სხვაგვარად გამოყენება, რომელიც შესაძლოა ასევე რეკლამირებას, არასასურველ კომუნიკაციას ან პლატფორმაზე შეუსაბამო კონტენტის გამოქვეყნებას (თუმცა არა მხოლოდ) მოიცავდეს, მკაცრად არის აკრძალული.

3.2 კანონთან შესაბამისობა
მომხმარებლები ყველა შესაბამის სახელმწიფო და საერთაშორისო კანონს უნდა დამორჩილდნენ. აღნიშნული საქართველოს შრომით კანონმდებლობას, კანონს მონაცემების დაცვის შესახებ და შრომით სამართალთან დაკავშირებულ რეგულაციებს (თუმცა არა მხოლოდ) მოიცავს.

3.3 მომხმარებლის ვალდებულებები
მომხმარებლები ვალდებულნი არიან პლატფორმაზე სწორი, ლეგალური და ადეკვატური კონტენტი განათავსონ. მომხმარებლები უნდა დარწმუნდნენ, რომ მათ მიერ განხორციელებული აქტივობები, სამსახურის ვაკანსიების განთავსებისა და განაცხადების მიღების ჩათვლით, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოდის. მომხმარებლები ასევე ნებისმიერი ვაკანსიის ჩამონათვალისა და დამსაქმებლის პროფილის სისწორისა და ავთენტურობის ვერიფიცირებაზე არიან პასუხისმგებელნი.

3.4 კონტენტთან დაკავშირებული გაიდლაინი
პლატფორმაზე ზუსტი, სწორი და განახლებადი მასალა უნდა განთავსდეს. დამაბნეველი ან მცდარი ინფორმაციის გამოქვეყნება მკაცრად არის აკრძალული. მომხმარებლებმა ძალადობის, მუქარის, უხამსობისა და ცილისწამების შემცველი კონტენტი, ასევე სხვა სახის შეუსაბამო მასალა, პლატფორმაზე არ უნდა განათავსონ.

3.5 გამოყენების აკრძალვა
პლატფორმის სამართლიანობისა და ლეგალურობის შესანაჩუნებლად და მომხმარებლებისა და მოქმედი კანონმდებლობის დასაცავად, ვებსაიტის შემდეგი მიზნებისთვის გამოყენება მკაცრად არის აკრძალული:

  • პლატფორმა არაკანონიერი მიზნებისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული. მომხმარებლებმა დაქირავებისა და დასაქმების პრაქტიკასთან დაკავშირებული ყველა კანონი უნდა გაითვალისწინონ.
  • მომხმარებლებს პლატფორმაზე ისეთი ვაკანსიების განთავსება ეკრძალებათ, რომელიც მეორე მხარისგან წინასწარი ან მიმდინარე ფინანსური ვალდებულების გაწევას მოითხოვს. ამგვარ ფინანსურ ვალდებულებებს შესაძლოა ფრანშიზა, პირამიდული სქემები, „კლუბის წევრობა“, დისტრიბუტორებთან ან გაყიდვების წარმომადგენლებთან დადებული შეთანხმებები წარმოადგენდეს.
  • პლატფორმაზე აკრძალულია არასასურველი ან არაავტორიზებული რეკლამების, პრომო მასალებისა ან ნებისმიერი სახის საშუამდგომლო მასალის განთავსება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომხმარებელს მსგავსი მასალის განსათავსებლად აშკარა ავტორიზაცია აქვს გავლილი.

3.6 ინტელექტუალური საკუთრების უფლება

მომხმარებლებმა მესამე მხარეების ინტელექტუალური საკუთრების ყველა უფლება, მათ შორის მათი საავტორო უფლებები და სავაჭრო ნიშნები უნდა დაიცვან. პლატფორმაზე იმ ინფორმაციის განთავსება, რომელიც აღნიშნულ უფლებებს არღვევს, აკრძალულია. მომხმარებლებს კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, პლატფორმაზე წარმოდგენილი ნებისმიერი მხარის ან მათი კონტენტის კოპირება, შეცვლა, გავრცელება, გაყიდვა ან გაქირავება ეკრძალებათ.

3.7 კონფიდენციალურობა

პლატფორმაზე gamarjobs.ge გამოქვეყნებული ინფორმაცია კონფიდენციალურ ინფორმაციას არ წარმოადგენს. მომხმარებლები უნდა აცნობიერებდნენ, რომ ვებსაიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია სხვა მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია.

3.8 წესების განხორციელება

კომპანია უფლებას იტოვებს, რომ აღნიშნული წესების ან მოქმედი კანონმდებლობის ნებისმიერი კანონის დამრღვევი ნებისმიერი ინფორმაცია ან მომხმარებელი პლატფორმიდან წაშალოს ან მათ პლატფორმაზე წვდომის უფლება აუკრძალოს. აღნიშნული ასევე აკრძალული კონტენტის წაშლასა და კანონდამრღვევი მომხმარებლებისთვის საჯარიმო გადასახადის დაკისრებას გულისხმობს.

4. მონაცემთა შეგროვება და პროფილის შექმნა

4.1 ინფორმაციის წყარო

პლატფორმაზე gamarjobs.ge წარმოდგენილი ინფორმაცია ვებსაიტზე უშუალოდ მომხმარებლების მიერ განთავსებულ ინფორმაციას წარმოადგენს. პლატფორმაზე წარმოდგენილი ინფორმაციის მოძიება ასევე სხვადასხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი, ან მესამე მხარის მიერ მოწოდებული წყაროების საშუალებით ხდება. ამგვარ წყაროებს შესაძლოა კომპანიის ვებსაიტები, სოციალური მედიის პლატფორმები, საჯარო ბიზნეს რეესტრები და სხვა საშუალებებთან ერთად, პროფესიული პლატფორმები წარმოადგენდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმის gamarjobs.ge გუნდი ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლებასა და მისი სიზუსტის უზრუნველყოფას მუდმივად ცდილობს, ჩვენს საიტზე განთავსებული ან ჩვენი მომსახურეობების შედეგად მიღებული ინფორმაციის მოქმედების დროის, მისი მოქმედების დასრულების ვადის ან მისი სისწორის შესახებ გარანტიას ვერ უზრუნველვყოფთ.

4.2 წყაროების სახეები

  • უშუალოდ ატვირთული ინფორმაცია: ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ პლატფორმაზე დარეგისტრირებული დამსაქმებლების, ან სამუშაოს მაძიებლების მიერ არის ატვირთული.
  • საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროები და მესამე მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია: ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი სხვადასხვა წყაროდან და მესამე მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია და ნებისმიერი ადამიანისთვის თავისუფლად არის ხელმისაწვდომი. ამგვარი წყაროები სხვა ბევრ წყაროსთან ერთად შემდეგი სახის წყაროებს მოიცავს:
  • კომპანიის ვებსაიტები: უშუალო მონაცემები კარიერული სექციებიდან.
  • სოციალური მედიის პროფილები: ფეისბუქი, ტვიტერი, ტელეგრამი და ინსტაგრამი.
  • საჯარო ბიზნეს რეესტრები: სახელმწიფო მონაცემები ან ბიზნეს რეესტრებში არსებული ოფიციალური მონაცემები.
  • პროფესიული პლატფორმები: მაგალითად, კომპანიის ლინკდინის გვერდი.
  • ვაკანსიების ვებსაიტები და დასაქმების სხვა პლატფორმები: ვაკანსიის შესახებ სრული ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად.
  • ინდუსტრიული პუბლიკაციები და საინფორმაციო ბიულეტენები: ინდუსტრიული სიახლეებისა და განახლებადი ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად.
  • სავაჭრო პალატა და ინდუსტრიული ასოციაციები: ბიზნეს სახელმძღვანელოები და საზოგადოებრივი სიახლეები.
  • სავაჭრო გამოფენები და კონფერენციები: ინდუსტრიულ ღონისძიებებზე წარმოდგენილი მასალები.
  • უნივერსიტეტებში და კოლეჯებში არსებული კარიერული სერვისები: აკადემიური ინსტიტუციების მიერ გამოქვეყნებული ვაკანსიები.
  • საჯარო ჩანაწერები და მონაცემთა ბაზები: სახელმწიფო სამსახურების მიერ ღიად გამოქვეყნებული მონაცემები და ჩანაწერები.
  • პრეს-რელიზები: კომპანიის ოფიციალური განაცხადები.
  • API ინტეგრაციები და HR სისტემები: დამსაქმებლის HR სისტემებში არსებული ავტომატური მონაცემები.

4.3 შეგროვებული ინფორმაციის მიზანი და მისი გამოყენება

შეგროვებული ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ პლატფორმაზე  არსებულ მომხმარებლთა პროფილებში და გამოქვეყნებულ ვაკანსიებში სრული ინფორმაციის შეტანისთვის და აღნიშნული ინფორმაციის სიზუსტის დადგენისთვის გამოიყენება. აღნიშნული, სამუშოს მაძიებელთათვის გადაწყვეტილების მიღების პროცესს ამარტივებს, დამსაქმებლებს კი კადრების ეფექტურ მოძიებასა და შერჩევაში უწყობს ხელს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს უსაფრთხოების პოლიტიკას.  

4.4 ინფორმაციის სიზუსტე და განახლებები

პლატფორმა gamarjobs.ge მუდმივად ცდილობს, რომ ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტე გადაამოწმოს. დამსაქმებლებს საკუთარ პროფილებზე უნდა ჰქონდეთ წვდომა და საკუთარი ვაკანსიები მუდმივად უნდა განაახლონ, რათა დარწმუნდნენ, რომ მათ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ამჟამინდელ სწორ მონაცემებს შეიცავს. მონაცემთა მთლიანობის შესანარჩუნებლად საიტზე რეგულარული შემოწმება ტარდება, თუმცა საჯარო წყაროებში არსებულ უზუსტობებზე პლატფორმა gamarjobs.ge პასუხისმგებელი არ არის.

  • პროფილის საკუთრების უფლება და მისი მართვა: დამსაქმებლებს საკუთარ პროფილზე წვდომის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ აქვთ, რაც მათი პროფილის ვერიფიკაცია პლატფორმის ge მიერ მოხდება. აღნიშნული, დამსაქმებლებს საკუთარი ინფორმაციის მართვის, გამოხმაურებებზე პასუხის გაცემისა და სამუშაოს მაძიებლებთან ინტერაქციის შესაძლებლობას აძლევს. პროფილზე წვდომამდე აუცილებელია, რომ პლატფორმის gamarjobs.ge გუნდის მიერ მისი ვერიფიკაცია მოხდეს, რათა პროფილის ავთენტურობა დადგინდეს და თაღლითური პროფილები თავიდან იქნეს აცილებული.
  • მონაცემთა უსაფრთხოება: პლატფორმისთვის ge პერსონალური და ბიზნეს მონაცემთა დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველა ინფორმაცია, რომელიც კერძო და საჯარო წყაროებიდან არის მოპოვებული, კონფიდენციალურია და მხოლოდ და მხოლოდ პლატფორმაზე gamarjobs.ge არსებული მომსახურეობების გასაუმჯობესებლად გამოიყენება.

5. ანგარიშთა ტიპები და მათი მართვა

5.1 პერსონალური ანგარიში

პერსონალურ ანგარიშს სამუშოს მაძიებლები სამსახურის ძიების პროცესის სამართავად ქმნიან. მომხმარებლები ვალდებულნი არიან, რომ საკუთარ ანგარიშში შესასვლელი მონაცემები კონფიდენციალურად შეინახონ და როგორც მათ პროფილზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტე, ასევე მათი განახლება უზრუნველყონ.

5.2 ბიზნეს ანგარიში

ბიზნეს ანგარიშს დამსაქმებლები სამსახურის ვაკანსიების გამოქვეყნების პროცესის სამართავად და კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად ქმნიან. დამსაქმებლები ვალდებულნი არიან, რომ მათ პროფილზე განთავსებული კონტენტის როგორც სიზუსტე და ნამდვილობა, ასევე მათი განახლება უზრუნველყონ. დამსაქმებლები ასევე საკუთარი ანგარიშის უსაფრთხოებაზე და მასში შესასვლელი მონაცემების კონფიდენციალურობაზე არიან პასუხისმგებელნი.

5.3 მოთხოვნები რეგისტრაციისთვის

  • სამუშოს მაძიებელთათვის: სამუშოს მაძიებლებმა რეგისტრაციის პროცესში ზუსტი და ნამდვილი ინფორმაციის წარდგენა უნდა უზრუნველყონ. ისინი ვალდებულნი არიან, რომ საკუთარ ანგარიშში შესასვლელი მონაცემები კონფიდენციალურად შეინახონ და საკუთარი ანგარიშის ფარგლებში განხორციელებულ ნებისმიერ აქტივობაზე პასუხისმგებლობა აიღონ.
  • დამსაქმებლებისთვის: დამსაქმებლებმა სარეგისტრაციო ფორმაში ისეთი აუცილებელი დეტალები უნდა წარმოადგინონ, როგორიც კომპანიის სახელწოდება, დღგ-ის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი და საკონტაქტო ინფორმაციაა. დამსაქმებლები წარმოდგენილი ინფორმაციის ავთენტურობასა და სიზუსტეზე არიან პასუხისმგებელნი და ისინი წინამდებარე წესებს სარეგისტრაციო პროცესის დასრულებამდე უნდა დასთანხმდნენ.

5.4 მომხმარებლის ავტორიზაცია და ასაკობრივი მოთხოვნები

პლატფორმით სარგებლობისთვის, მომხმარებელი მინიმუმ 18 წლის უნდა იყოს. 18 წლამდე მომხმარებლებმა პლატფორმის გამოსაყენებლად სამართლებრივი წარმომადგენლის თანხმობა უნდა წარმოადგინონ. წინამდებარე წესებზე თანხმობით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ის რეგისტრაციისთვის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებს და რომ მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ზუსტი და უტყუარია.

6. დაბრუნების პოლიტიკა

მომხმარებლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ პლატფორმის gamarjobs.ge გამოყენებას თან არანაირი ვალდებულება ან რისკი არ ახლავს.

6.1 უფასო მომსახურეობები

პლატფორმა gamarjobs.ge დამსაქმებლებსა და სამუშოს მაძიებლებს ყველა სახის მომსახურეობას, ვაკანსიების განთავსების, მათი ძიების, პროფილის შექმნისა და მასთან დაკავშირებულ ფუნციებზე წვდომის ჩათვლით, უფასოდ სთავაზობს. იქიდან გამომდინარე, რომ მომხმარებლებსა და პლატფორმას gamarjobs.ge შორის ფულადი ტრანზაქცია არ ხორციელდება და მომხმარებელს არანაირი თანხის გადახდა არ უწევს, შესაბამისად თანხის უკან დაბრუნების საჭიროების საკითხი არ განიხილება.

6.2 მოხალისეობრივი შემოწირულობები

თუ პლატფორმა gamarjobs.ge ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთარი მომსახურეობების გასაგრძელებლად და მხარდასაჭერად შემომწირულობებისა და მოხალისეობრივი დახმარების მიღებას დასთანხმდება, ამგვარი დახმარება უკან აღარ დაბრუნდება. იქიდან გამომდინარე, რომ შემოწირულობების თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, მომხმარებლებმა ამგვარი სახის შემოწირულობების გაკეთების გადაწყვეტილება მხოლოდ აღნიშნულის კარგად გაანალიზების შემდეგ უნდა მიიღონ.

6.3 ფასიანი მომსახურეობები

პლატფორმა gamarjobs.ge მომხმარებლებს პრემიუმ ფუნქციებს თანხის სანაცვლოდ სთავაზობს. ამგვარი ფუნქციები გამოქვეყნებული ვაკანსიების ნახვების გაზრდას და მათთვის „სასწრაფო“ ან გამორჩეული განცხადებების სტატუსის მინიჭებას მოიცავს. ჩვენი თანხის დაბრუნების პოლიტიკის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია, გთხოვთ, იხილოთ აქ.

7. შუამავალის როლი და მომხმარებლის პასუხისმგებლობა

7.1 საშუამავლო პლატფორმა

Gamarjobs.ge დამსაქმებლებსა და სამუშოს მაძიებლებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობის მიზნით შექმნილ, ერთგვარ საშუამავლო პლატფორმას წარმოადგენს. პლატფორმა მომხმარებლებს შორის არსებულ არანაირ შეთანხმებაში არ იღებს მონაწილეობას და აღნიშნულს ხელს არ უწყობს. ამგვარი შეთანხმებები შესაძლოა კადრების მოძიებასა და შერჩევასთან, დასაქმების ხელშეკრულებებთან ან ვაკანსიების ძიების პროცესთან იყოს დაკავშირებული.

7.2 მომხმარებლის პასუხისმგებლობა ინფორმაციის სიზუსტეზე

მომხმარებლები პლატფორმაზე მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტესა და სისწორეზე არიან პასუხისმგებელნი. პლატფორმა gamarjobs.ge მომხმარებლების მიერ შეყვანილ მონაცემებს არ ფლობს და მას აღნიშნულ ინფორმაციაზე კონტროლი არ აქვს. მომხმარებლების მიერ შეყვანილი ამგვარი მონაცემები რეზიუმეებს, განთავსებულ ვაკანსიებს, ან სხვა ნებისმიერ კონტენტს მოიცავს.

7.3 ინფორმაციის ვერიფიკაციის გარანტიის არარსებობა

პლატფორმა gamarjobs.ge პლატფორმაზე მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას არ ამოწმებს და არ აკონტროლებს. ამგვარად, პლატფორმა gamarjobs.ge მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების, მათ შორის, რეზიუმეებისა და განთავსებული ვაკანსიების სიზუსტეზე პასუხისმგებელი არ არის.

7.4 კონტენტ მენეჯმენტი და მოდერაცია

პლატფორმა gamarjobs.ge პლატფორმის წესების დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის, შეურაცხმყოფელი, უხამსი, დამამცირებელი და უკანონო კონტენტის გამოქვეყნების შემთხვევაში,  ნებისმიერი კონტენტის წაშლის ან დაბლოკვის უფლებას იტოვებს. იმ მომხმარებლებს, რომლებიც აღნიშნულ წესებს მუდმივად არღვევენ, შესაძლოა მათ ანგარიშზე წვდომა დროებით შეუჩერდეთ ან შეუწყდეთ.

8. მომხმარებლისა და ორგანიზაციის პასუხისმგებლობები

8.1 კონტენტის შეზღუდვა

დამსაქმებლები ვალდებულნი არიან, რომ ვაკანსიის გამოქვეყნების პროცესი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოდიოდეს. გამოქვეყნებული ვაკანსიები ისეთ აკრძალულ კონტენს არ უნდა შეიცავდეს, როგორიც მაგალითად, დისკრიმინაციული, ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციაა. პლატფორმა gamarjobs.ge გამოქვეყნებული ვაკანსიების მონიტორინგის და აღნიშნული გაიდლაინის დარღვევის შემთხვევაში, ნებისმიერი კონტენტის წაშლის უფლებას იტოვებს.

8.2 ინტელექტუალური საკუთრების უფლება და ლიცენზირება.

პლატფორმაზე gamarjobs.ge განთავსებული ყველა კონტენტი, მისი სტრუქტურა და დიზაინი ინტელექტუალური საკუთრების უფლებით არის დაცული და მას კომპანია gamarjobs.ge ან მისი ლიცენზორები ფლობენ. მომხმარებლებს საკუთარი წინასწარგანზრახული მიზნების შესაბამისად პლატფორმის გამოსაყენებლად, არაექსკლუზიური, არადაბრუნებადი ლიცენზია ენიჭებათ. მომხმარებლებს დეკომპილაცია, რევერსული ინჟინერია ან პლატფორმის წყაროების კოდებზე წვდომის სხვა საშუალებების გამოყენება ეკრძალებათ.

8.3 მომხმარებლის ქმედება და პროფესიონალური საქციელი

მომხმარებლებმა პლატფორმაზე არსებულ სხვა მომხმარებლებთან კომუნიკაციისას პროფესიონალური ხაისათი უნდა შეინარჩუნონ, რაც თავის მხრივ, ზუსტი ინფორმაციის წარმოდგენას, თაღლითური აქტივობების თავიდან აცილებას და სხვებთან კომუნიკაციისას პატივისცემის გამოჩენას გულისხმობს. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევამ შესაძლოა ანგარიშის გაუქმება ან შეწყვეტა გამოიწვიოს.

9. შეზღუდული პასუხისმგებლობა

პლატფორმა gamarjobs.ge და მისი მონათესავე საწარმოები ჩვენი პლატფორმის გამოყენებისას წარმოქმნილ ნებისმიერ ზარალსა ან დანაკარგზე პასუხისმგებელნი არ არიან. აღნიშნული მოიცავს:

9.1 პასუხისმგებლობის შეზღუდვა

კანონით დაშვებულ ფარგლებში, პლატფორმა gamarjobs.ge და მისი მონათესავე საწარმოები ჩვენი პლატფორმის გამოყენებისას წარმოქმნილ ნებისმიერ ზარალსა ან დანაკარგზე პასუხისმგებელნი არ არიან. აღნიშნული პირდაპირ, ირიბ, შემთხვევით, სადამსჯელო და შედეგობრივ ზარალს მოიცავს, რომლებიც შესაძლოა გარანტიას, ხელშეკრულებას, დელიქტს ან სამართლის სხვა თეორიას ეფუძნებოდეს. აღნიშნულის დროს მნიშვნელობა არ აქვს, ზემოხსენებული ზარალის შესაძლებლობის შესახებ კომპანია ინფორმირებული არის თუ არა.

9.2 ირიბი ზარალი

ნებისმიერი ირიბი, შემთხვევითი, განსაკუთრებული, ან შედეგობრივი ზარალი, რომელიც მოგების, შემოსავლის, მონაცემების ან სარგებელის (არა მხოლოდ) დანაკარგს მოიცავს და რომელიც პლატფორმის gamarjoba.ge საშუალებით მიღებულ მომსახურეობებიდან გამომდინარეობს, ან მათ უკავშირდება. აღნიშნულის შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, ამგვარი ზარალი კომპანიისთვის წინასწარ ცნობილი არის თუ არა, ან აქვს თუ არა კომპანიას ინფორმაცია არსებული ზარალის შესახებ.

9.3 მავნე პროგრამა

პლატფორმა gamarjobs.ge და მისი მონათესავე საწარმოები მავნე პროგრამით, ვირუსებით, არაავტორიზებული წვდომით, მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევით ან სხვა მავნე პროგრამითა და ტექნიკით გამოწვეულ იმ ზარალზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, რომლებმაც შესაძლოა, რომ მომსახურეობის ხარისხზე ზეგავლენა მომახდინოს.

9.4 მომსახურეობის შეფერხება

პლატფორმა gamarjobs.ge და მისი მონათესავე საწარმოები პლატფორმაზე gamarjobs. ge არსებული მომსახურეობების შეფერხებისა და შეწყვეტით გამოწვეულ იმ ზარალზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, რომელიც სისტემის უმოქმედობას ან მომსახურეობების მიღებას, მის პროცესს, დასრულებასა ან მისი გადასახადის გადახდას (არა მხოლოდ) მოიცავს.

9.5 გარდაუვალი შემთხვევები

პლატფორმა gamarjobs.ge და მისი მონათესავე საწარმოები პასუხისმგებლობას არ იღებენ ისეთ ზარალზე, რომელიც პლატფორმის კონტროლის მიღმა არსებული შემთხვევებით არის გამოწვეული. მათ შორის, ნებისმიერ იმ ზარალზე, რომელიც ისეთი ბუნებრივი კატასტროფებით არის გამოწვეულ როგორიც ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ქარიშხალი ან სხვა სახის გარდაუვალი შემთხვევებია. ამგვარი შემთხვევები ასევე ომს, ტერორიზმს, სახელმწიფო მოქმედებებს ან სხვა სახის ფორს-მაჟორულ ვითარებებს მოიცავს.

10. გარანტიის არარსებობა – “როგორიც არის“ პირობით

10.1 გარანტიის არარსებობა

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიზანს მომხმარებლისთვის საიმედო მომსახურეობების გაწევა წარმოადგენს, ჩვენი მომსახურეობების კონკრეტული ასპექტების შესახებ გარანტიის უზრუნველყოფა ყოველთვის არ შეგვიძლია. პლატფორმა gamarjobs.ge, მისი წარმომადგენლები, მონათესავე საწარმოები, ლიცენზორები და მომწოდებლები მომსახურეობას და პროგრამას კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში, „როგორც არის“ სტატუსით, ყოველგვარი სპეციალური, ნაგულისხმები, სტატუტური ან სხვა სახის გარანტიის გარეშე წარმოადგენენ, რომელიც კომერციულ გარანტიას, კონკრეტული მიზნისთვის განკუთვნილ გარანტიასა და შეზღუდვის არარსებობას (არა მხოლოდ) მოიცავს.

10.2 ფაქტების წარუდგენლობა

პლატფორმა gamarjobs.ge საბოლოო მომხმარებლის მიერ განთავსებული, ან მომხმარებლის ანგარიშზე გამოქვეყნებული კონტენტის ან ინფორმაციის სიზუსტისა და უტყუარობის შესახებ ფაქტებს არ წარმოადგენს. აღნიშნულ ხელშეკრულებაში წარმოდგენილი დებულებების გარდა, მომსახურეობების ან პროგრამის უსაფრთხოების, უწყვეტობისა ან ტექნიკური გამართულობის შესახებ სხვა გარანტიები არ არსებობს. პლატფორმაზე gamarjobs.ge გამოქვეყნებულმა არცერთმა ზეპირმა, თუ წერილობითმა ინფორმაციამ ან განცხადებამ, წინამდებარე წესების მიღმა არანაირი გარანტიები არ უნდა წარმოადგინოს. პლატფორმა gamarjobas.ge მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების, პოსტებისა ან სხვა ნებისმიერი ინფორმაციის სიზუსტეზე, სისრულეზე, შესაბამისობასა და კანონიერებაზე პასუხისმგებელი არ არის.

11. ზარალის ანაზღაურება

11.1 ზარალის ანაზღაურების ვალდებულება

თქვენ თანხმდებით, რომ უდანაშაულო პლატფორმას gamarjobs.ge, მის მონათესავე საწარმოებს, მოხელეებს, ხელმძღვანელებს, თანამშრომლებსა და წარმომადგენლებს მხარი დაუჭიროთ, ისინი დაიცვათ და მათ იმ ნებისმიერი საჩივრით, ქმედებით, მოთხოვნით, ვალდებულებით, დანაკარგით, ზიანით, განაჩენით, გადაწყვეტილებით, ღირებულებითა და ხარჯით გამოწვეული ზარალი აუნაზღაუროთ (მათ შორის, საადვოკატო გადასახადები), რომლებიც შემდეგი მიზეზებისგან გამომდინარეობს, ან მათ უკავშირდება:

  • თქვენს მიერ მომსახურეობებით სარგებლობა: პლატფორმის ge მიერ უზრუნველყოფილი, აღნიშნული წესებით გათვალისწინებული ნებისმიერი მომსახურეობა, რომელიც წინამდებარე წესებთან, ან მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არ მოდის.
  • წესების დარღვევა: აღნიშნული წესების, ან წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილი ნებისმიერი ფაქტის, გარანტიის ან შეთანხმების ნებისმიერი სახით დარღვევა.
  • დაუდევრობა ან წინასწარ განზრახული დანაშაული: თქვენს ან თქვენი წარმომადგენლების მიერ განხორციელებული ნებისმიერი სახის დაუდევრობა, წინასწარ განზრახული დანაშაული ან თაღლითობა.
  • მესამე მხარის მიერ წამოყენებული პრეტენზია: თქვენს მიერ მომსახურეობებით სარგებლობისას, მათ შორის თქვენს მიერ, ან თქვენი ანგარიშიდან სხვა ნებისმიერი პიროვნების მიერ ინტელექტუალური საკუთრების უფლების ან სხვა ნებისმიერი პიროვნების ან ორგანიზაციის სხვა ნებისმიერი უფლების დარღვევით (თუმცა არა მხოლოდ) გამოწვეული, მესამე მხარის მიერ წარმოდგენილი საჩივარი.

12. პროფესიონალური კონსულტაციის არარსებობა

12.1 ზოგადი ინფორმაცია

პლატფორმაზე gamarjobs.ge განთავსებული კონტენტი მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო მიზნებისთვის გამოიყენება. აღნიშნული ინფორმაცია პროფესიონალურ რჩევას არ წარმოადგენს და შესაბამისად, ის პროფესიონალურ ინფორმაციად არ უნდა იყოს აღქმული. მომხმარებლებმა დასაქმებასთან და კადრების აყვანასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება დამოუკიდებელი, პროფესიონალური რჩევის საფუძველზე უნდა მიიღონ.

13. დასტურის არარსებობა

13.1 დასტურის არარსებობა

პლატფორმა gamarjobs.ge ვებსაიტზე არსებულ არცერთ დამსაქმებელზე, გამოქვეყნებულ ვაკანსიაზე, პროდუქტზე ან მომსახურეობაზე დასტურს არ გასცემს. ის ასევე არცერთ მათგანს არ უწევს რეკომენდაციას. ნებისმიერი დამსაქმებლის, კომერციული პროდუქტის, პროცესის, მომსახურეობის, სავაჭრო აქტივობის, ფირმის, ან კორპორაციის სახელის შესახებ მითითებული ინფორმაცია პლატფორმაზე საინფორმაციო მიზნებისთვის, მომხმარებელთა სასარგებლოდ არის წარმოდგენილი და აღნიშნული რაიმე სახის დასტურს, რეკომენდაციას, ან რჩევას არ წარმოადგენს.

14. მომსახურეობების დროებითი შეჩერება და მისი შეწყვეტა

14.1 მომხმარებლის მიერ მომსახურეობის შეწყვეტა

მომხმარებლებს საკუთარი ანგარიშის გაუქმება საკუთარი პროფილის სივრცეში არსებული ღილაკის „ანგარიშის წაშლა“ საშუალებით ნებისმიერ დროს შეუძლიათ. აღნიშნული მოთხოვნით მათ ასევე შეუძლიათ, რომ კომპანიას შემდეგ მისამართზე დაუკავშირდნენ: [email protected]. ანგარიშის გაუქმებას ანგარიშთან დაკავშირებული მომხმარებლის კონტენტის სრული წაშლა მოჰყვება.

14.2 კომპანიის მიერ მომსახურეობის შეწყვეტა

კომპანია უფლებას იტოვებს, რომ მომხმარებლის ანგარიში გაფრთხილების გარეშე, ნებისმიერი მიზეზით, საკუთარი შეხედულებებისამებრ გააუქმოს. ანგარიშის გაუქმების მიზეზს შესაძლოა სხვა მიზეზებთან ერთად, წინამდებარე წესების ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა წარმოადგენდეს.

14.3 მომსახურეობის შეწყვეტის შედეგები

ანგარიშის გაუქმების შემდეგ, მომხმარებელს პლატფორმაზე და მის გამოყენებაზე წვდომა დაუყოვნებლივ შეუწყდება. მომხმარებელი ვალდებულია, რომ ანგარიშის გაუქმების შემდგომ, პლატფორმის საშუალებით მოპოვებული ელექტრონული ან ბეჭდური მასალა დაუყოვნებლივ გაანადგუროს.

14.4 მომსახურეობების დროებითი შეჩერება

კომპანია უფლებას იტოვებს, რომ ნებისმიერი სახის მომსახურეობა, ნაწილობრივ, ან სრულიად, ნებისმიერ დროს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, დროებით შეაჩეროს. მომსახურეობის დროებითი შეჩერება შესაძლოა ფიზიკურ პირებს, მომხმარებელთა ჯგუფებს, ან კონკრეტულ კონტენტს შეეხოს. კომპანია მომსახურეობის დროებითი შეჩერებით გამოწვეულ არანაირ ზარალსა და დანაკარგზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

15. უსაფრთხოება და მონაცემთა დაცვა

15.1 მონაცემთა შეგროვება

კომპანია პლატფორმაზე ხელმისაწვდომი პირადი მონაცემების შეგროვებასა და დამუშვებას საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში ანხორციელებს. უსაფრთხოების პოლიტიკის მიხედვით, პლატფორმის გამოყენებით, მომხმარებელი საკუთარი პირადი მონაცემების შეგროვებასა და დამუშვებაზე თანხმობას აცხადებს.

15.2 მონაცემთა უსაფრთხოება

კომპანია მომხმარებელთა პირადი მონაცემების დასაცავად და მათზე არაავტორიზებული წვდომის, მათი გამოყენებისა და გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, შესაბამის ზომებს იღებს. მიუხედავად ამისა, კომპანია პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის სრული დაცვის გარანტიას არ იძლევა.

15.3 მომხმარებლის ვალდებულებები

მომხმარებლები საკუთარ ანგარიშში შესასვლელი მონაცემების კონფიდენციალურობასა და მათი ანგარიშით განხორციელებულ აქტივობებზე პასუხისმგებელნი არიან. ანგარიშზე არაავტორიზებული წვდომის ან უსაფრთხოების ნებისმიერი სახით დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებლები კომპანიას დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდნენ.

15.4 კონფიდენციალურობა

კომპანიამ და მომხმარებლებმა მხარეებს შორის გაცვლილი ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია კონფიდენციალურად უნდა შეინახონ. კონფიდენციალური ინფორმაცია მესამე მხარეებს მხოლოდ და მხოლოდ სხვა მხარეების წერილობითი თანხმობის საფუძველზე ან კანონით მოთხოვნილი წესების შესაბამისად გადაეცემათ.

15.5 სენსიტიური მონაცემების დამუშავება

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი პლატფორმაზე რაიმე სახის სენსიტიურ პირად მონაცემებს წარმოადგენს (მაგ. ბიომეტრიული მონაცემები, ჯანმრთელობის ამსახველი მონაცემები ან მონაცემები ნასამართლეობის შესახებ), ამგვარი მონაცემები მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე, კონკრეტულად განსაზღვრული მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.

16. წესების შესწორებები და ცვლილებები

16.1 წესების ცვლილების უფლება

Gamarjobs.ge უფლებას იტოვებს, რომ აღნიშნული წესები ნებისმიერ დროს შეცვალოს. წესები ძალაში მათი პლატფორმაზე გამოქვეყნებისთანავე შედის. სასურველია, რომ მომხმარებლები წესებს მუდმივად გაეცნონ, რათა მასში შეტანილი ცვლილებების შესახებ განახლებადი ინფორმაცია მიიღონ.

16.2 წესებში შეტანილი ცვლილებების შეტყობინება

კომპანია მაქსიმალურად ეცდება, რომ მომხმარებლებს აღნიშნულ წესებში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები შეატყობინოს. მიუხედავად ამისა, წესებში შეტანილი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის რეგულარული შემოწმება მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

16.3 წესებში შეტანილი ცვლილებების დადასტურება

წესებში ცვლილებების შეტანის შემდეგ პლატფორმის მუდმივი გამოყენებით, მომხმარებელი აღნიშნულ წესებზე დასტურს აცხადებს. თუ მომხმარებელი წესებში შეტანილ რომელიმე ცვლილებას არ ეთანხმება, მან პლატფორმის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს.

17. სხვადასხვა

17.1 ბათილად ცნობა

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული წესების რომელიმე დებულება იურისდიქციული კომპეტენციით კანონიერი ძალის არმქონე ან შეუსრულებელ დებულებად გამოცხადდება, სხვა დანარჩენ დებულებებს სამართლებრივი ძალა შეუნარჩუნდებათ.

17.2 სრული ხელშეკრულება

აღნიშნული წესები კომპანიასა და მომხმარებელს შორის, პლატფორმის გამოყენების შესახებ არსებულ სრულ ხელშეკრულებას წარმოადგენს. წინამდებარე ხელშეკრულების არსებობით ყველა ზეპირ, თუ წერილობით, წინა, თუ ამჟამინდელ უწყებასა და განაცხადს ძალა ეკარგება.

17.3  უფლების გადაცემა

მომხმარებლებს აღნიშნული წესებით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების სხვისთვის გადაცემა, კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე ეკრძალებათ. კომპანიას წინამდებარე წესებით გათვალისწინებული უფლებებისა და ვალდებულების სხვისთვის გადაცემა შეზღუდვის გარეშე შეუძლია.

17.4 უფლებაზე უარის თქმა

კომპანიის მიერ, აღნიშნული წესებით გათვალისწინებული უფლებისა თუ დებულების განუხორციელებლობამ, აღნიშნულ უფლებასა თუ დებულებაზე უარის თქმა არ უნდა გამოიწვიოს.

18. დაგვიკავშირდით

წინამდებარე წესებისა და პირობების შესახებ რაიმე კითხვის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, შემდეგ მისამართზე დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ: [email protected]. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დახმარება გაგიწიოთ და ჩვენს პლატფორმაზე gamarjobs.ge შეუფერხებელი და გამჭირვალე გარემო შევქმნათ.