ჩვენ შესახებ
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
კეთილი იყოს შენი მობრძანება gamarjobs.ge-ზე, კარიერის მენეჯმენტის საუკეთესო პლატფორმაზე საქართველოში. ჩვენ გვჯერა, რომ დასაქმების პროცესი თითოეული მხარისათვის უნდა იყოს მარტივი და გამჭვირვალე. სწორედ ამიტომ, შევქმენით მოსახერხებელი სისტემა, რომლის საშუალებითაც შეგიძლია დაუკავშირდე საუკეთესო ტალანტებსა და წამყვან დამსაქმებლებს საქართველოში. ჩვენს ექსპერტთა გუნდს აქვს კვალიფიკაცია, მხარი დაგიჭიროს და უპასუხოს შენს კითხვებს პლატფორმაზე დაქირავების პროცესთან დაკავშირებით.
ჩვენს ვებგვერდზე მარტივია იპოვოთ სასარგებლო რესურსები/რჩევები, რათა დაზოგოთ დრო, ფული და დაძლიოთ დაქირავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გამოწვევა. Gamarjobs.ge-ზე ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიას, რათა დავრწმუნდეთ, რომ როგორც სამუშაოს მაძიებლებს, ასევე ბიზნესებს აქვთ საუკეთესო გამოცდილება თითოეულ ვაკანსიაზე, რომელსაც ისინი ატვირთავენ ან განაცხადებენ. ნება მოგვეცი პერსონალის შერჩევისა და დასაქმების პროცესი, მაქსიმალურად ეფექტური და მარტივი გავხადოთ.
ისტორია
gamarjobs.ge არის უფასო, მრავალმხრივი კარიერის მართვის პლატფორმა, რომელიც ეხმარება დამსაქმებლებსა და კანდიდატებს ერთმანეთის პოვნასა და დაკავშირებაში. 2023 წელს დაარსებული, ჩვენ ვართ შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი და მეგობრული გუნდი, რომელიც ერთგულია მისიისა, დაეხმაროს დამსაქმებლებს ტოპ ტალანტის პოვნაში, ხოლო სამუშაოს მაძიებლებს, აღმოაჩენინოს მათთვის საუკეთესო კომპანია. Gamarjobs.ge-ს დაარსების იდეა წარმოიშვა იმ სურვილიდან, რომ შექმნილიყო უსაფრთხო სივრცე, სადაც რეკრუიტერებსა და სამუშაოს მაძიებლებს შეძლებოდათ საუკეთესო თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენება, რათა დაქირავების პროცესი მაქსიმალურად ხარისხიანად წარმართულიყო.