იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლების პოზიტიური გამოცდილება უზრუნველვყოთ, ჩვენს პლატფორმაზე ვაკანსიების გამოსაქვეყნებლად აღნიშნული ვაკანსიების გამოქვეყნების პოლიტიკა შევიმუშავეთ. ქვემოთ, დეტალურ აღწერასთან ერთად, ყველა დებულების შეჯამებაა მოცემული. გთხოვთ, ვაკანსიების გამოქვეყნებამდე, აღნიშნულ პოლიტიკას კარგად გაეცნოთ.

1. ვაკანსიის გამოქვეყნების უფლება

სამუშაო შესაძლებლობების გამოქვეყნების უფლება მხოლოდ ავტორიზებულ და ლეგიტიმურ დამსაქმებლებსა და რეკრუიტერულ სააგენტოებს აქვთ:

  • ავტორიზებული მომხმარებლები: მხოლოდ რეგისტრირებულ დამსაქმებლებს, კომპანიებს, ან ავტორიზებულ რეკრუიტერულ სააგენტოებს შეუძლიათ, რომ ge-ზე ვაკანსიები გამოაქვეყნონ.
  • სამუშაო შესაძლებლობები: ყველა ვაკანსია რეალურ, კანონიერ და ხელმისაწვდომ სამუშაო შესაძლებლობას უნდა წარმოადგენდეს. მცდარი, შეცდომაში შემყვანი, ან თაღლითური ვაკანსიების გამოქვეყნება სასტიკად აკრძალულია.

2. ინსტრუქციები კონტენტის შესახებ

ვაკანსიები გასაგებ, სწორ და დისკრიმინაციულ ან შეუსაბამო კონტენტისგან თავისუფალ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს.

  • ვაკანსიის სწორი აღწერა: ვაკანსიები მათი დასახელების, მოვალეობების, გამოცდილების, ადგილმდებარეობისა და ანაზღაურების (თუ შესაძლებელია) შესახებ, გასაგებ და ზუსტ ინფორმაციას უნდა წარმოადგენდენ.
  • აკრძალული კონტენტი: ვაკანსიები დისკრიმინაციულ, შეურაცხმყოფელ, ან შეუსაბამო კონტენტს არ უნდა შეიცავდეს. ამგვარი შეზღუდვა მოიცავს (თუმცა არ შემოიფარგლება) რასის, კანის ფერის, რელიგიის, გენდერის, ასაკის, ეროვნების, ქმედითუუნარობის, სექსუალური ორიენტაციის, ან სხვა სამართლებრივად დაცული სტატუსის ნიშნით დისკრიმინაციას, რომელიც ვაკანსიაში გამოყენებულ ენაში ან მოთხოვნებშია ასახული.
  • სპამი და გამეორება: ხილვადობის გაუმჯობესების მიზნით, მოკლე პერიოდში ერთი და იმავე ვაკანსიის რამდენჯერმე გამოქვეყნება ან იმ ვაკანსიის გამოქვეყნება, რომელიც მინიმალურ კონტენტს შეიცავს, ან საერთოდ კონტენტს არ შეიცავს, სპამად არის მიჩნეული და აკრძალულია.

3. სამუშაოს კატეგორიები და ლოკაციები

მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოს კატეგორიზაცია სწორად მოხდეს და ვაკანსიაში პოზიციის ლოკაცია იყოს მითითებული.

  • სწორი კატეგორიზაცია: დამსაქმებლებმა თავიანთი ვაკანსიის კატეგორიზაცია შესაბამისი სამუშაოს ტიპისა და ინდუსტრიის მიხედვით სწორად უნდა მოახდინონ. ვაკანსიისთვის დამაბნეველი კატეგორიზაციის მინიჭება, რომელმაც შესაძლოა სამუშაოს მაძიებლები შეცდომაში შეიყვანოს, დაუშვებელია.
  • გეოგრაფიული სიზუსტე: სამსახურის ლოკაცია ვაკანსიაში გარკვევით უნდა იყოს მითითებული და სამუშაოს რეალურ ადგილმდებარეობას უნდა შეესაბამებოდეს. თუ პოზიცია დისტანციურია, აღნიშნული ფაქტი სამუშაოს აღწერაში უნდა იყოს ნახსენები.

4. განაცხადების მიღების მეთოდები

დამსაქმებლებმა კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენისთვის თანხა არ უნდა დააკისრონ და მათ განაცხადის შესატანად სამართლიანი მეთოდები უნდა წარმოუდგინონ.

  • განაცხადის წარმოდგენის მოქმედი პროცესები: დამსაქმებლებმა კანდიდატის განაცხადის წარმოდგენისთვის კანონიერი და ფუნქციონალური მეთოდები უნდა წარმოადგინონ. აღნიშნულში მოქმედი ელ-ფოსტის მისამართი, განცხადების ბმული ან ტელეფონის ნომერი მოიაზრება.
  • აკრძალული პრაქტიკა: დამსაქმებელს სასტიკად ეკრძალება, რომ კანდიდატს ვაკანსიაზე განაცხადის გასაკეთებლად, ან გასაუბრებაში მონაწილეობის მისაღებად რაიმე სახის გადასახადი გადაახდევინოს.

5. დამსაქმებლის ბრენდინგი და ლოგოები

დამსაქმებლებმა სწორი ბრენდინგი და ლოგოები უნდა წარმოადგინონ. მათ საკუთარი კომპანიის ან პოზიციების არასწორად წარმოჩენა ეკრძალებათ. 

  • კომპანიის პროფილი: სამუშაოს მაძიებლებისთვის ინფორმაციის პროფესიონალურად და სანდოდ წარმოდგენის მიზნით, დამსაქმებლებმა საკუთარი კომპანიის პროფილი უნდა შეავსონ და მასში საკუთარი ლოგო და ბრენდინგი უნდა წარმოადგინონ.
  • არასწორი ინფორმაციის წარმოდგენა: დამსაქმებლებმა სხვა კომპანიის სახელი, ბრენდინგი, ან ლოგო, ავტორიზაციის გარეშე არ უნდა გამოიყენონ. თქვენი კომპანიისა ან პოზიციების არასწორად წარმოდგენა სასტიკად აკრძალულია.

6. ვაკანსიის ხანგრძლივობა და მისი მოქმედების ვადის გასვლა

ვაკანსია პლატფორმაზე აქტიურად კონკრეტული დროის განმავლობაში იქნება გამოქვეყნებული. აღნიშნული დროის შემდეგ, ვაკანსიას მოქმედების ვადა გაუვა და პლატფორმაზე მისი თავიდან განთავსება გახდება საჭირო.

  • აქტიური ვაკანსიები: ვაკანსია დამსაქმებლის მიერ, მისი გამოქვეყნებისას დაკონკრეტებული პერიოდის განმავლობაში დარჩება აქტიური. დამსაქმებლები ვალდებულნი არიან, რომ კანდიდატის მიერ პოზიციის დაკავების, ან ვაკანსიის ხელმიუწვდომობის შემთხვევაში, აღნიშნული ვაკანსიის განცხადება პლატფორმიდან წაშალონ.
  • მოქმედების ვადა გასული ვაკანსია: მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, ვაკანსია ავტომატურად წაიშლება. დამსაქმებლებს, შეუძლიათ, რომ ვაკანსიის თავიდან გამოქვეყნება მოითხოვონ.

7. კანონთან შესაბამისობა

ყველა ვაკანსია საქართველოს შრომით კანონებს უნდა შეესაბამებოდეს და მათში კანდიდატის კონფიდენციალობა დაცული უნდა იყოს.

  • სამართლებრივი მოთხოვნები: ყველა ვაკანსია საქართველოს მოქმედ შრომით კანონმდებლობასა და რეგულაციებს უნდა შეესაბამებოდეს. აღნიშნული ასევე დასაქმებულების უფლებების პატივისცემასა და თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებისას, სამუშაო პირობებისა და რეკრუიტეტული პრაქტიკის დროს სამართლებრივი სტანდარტის დაცვას გულისხმობს.
  • კონფიდენციალობა: დამსაქმებლებმა კანდიდატების კონფიდენციალობას პატივი უნდა სცენ და მონაცემთა დაცვის შესახებ დადგენილ კანონს უნდა დაემორჩილონ. დამსაქმებლები კანდიდატების შესახებ მოპოვებულ პერსონალურ მონაცემებს პასუხისმგებლობით უნდა მოეპყრან. აღნიშნული მონაცემები მხოლოდ რეკრუიტერული მიზნებისთვის უნდა იქნეს გამოყენებული.

8. პოლიტიკის დარღვევის შედეგები

აღნიშნული პოლიტიკის დარღვევამ შესაძლოა ვაკანსიის წაშლა ან ანგარიშზე წვდომის შეზღუდვა გამოიწვიოს.

  • დათმობა:ge უფლებას იტოვებს, რომ აღნიშნული პოლიტიკის დამრღვევი, ან შეუსაბამოდ მიჩნეული ნებისმიერი ვაკანსია განიხილოს, შეცვალოს, ან წაშლოს.
  • ანგარიშის გაუქმება: დამსაქმებლების მიერ, აღნიშნული პოლიტიკის მუდმივმა დარღვევამ შესაძლოა, ანგარიშზე წვდომის დროებითი შეჩერება, ან მისი გაუქმება გამოიწვიოს.

9. დარღვევის განცხადება

მომხმარებლებს შეუძლიათ იმ ვაკანსიების შესახებ განაცხადონ, რომლებიც მათი აზრით, აღნიშნულ პოლიტიკას არღვევენ.

  • მომხმარებელთა პასუხსმგებლობა: თუ ფიქრობთ, რომ კონკრეტული ვაკანსია აღნიშნულ პოლიტიკას არღვევს, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ, ჩვენს მხარდაჭერის გუნდს შემდეგ მისამართზე დაუყოვნებლივ აცნობოთ: [email protected].
  • განცხადების განხილვის პროცესი: ჩვენი გუნდი განცხადებულ დარღვევას განიხილავს და შესაბამისს ზომებს მიიღებს, რაც შესაძლოა, შეურაცხმყოფელი ვაკანსიის ცვლილებას, ან მის წაშლას გულისხმობდეს.

10. ცვლილებები ვაკანსიის გამოქვეყნების პოლიტიკის შესახებ

Gamarjobs-მა შესაძლოა აღნიშნული პოლიტიკა განაახლოს. მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ, მომხმარებლებს ეცნობებათ.

  • პოლიტიკის განახლება: პლატფორმა Gamarjobs უფლებას იტოვებს, რომ აღნიშნული პოლიტიკა ნებისმიერ დროს განაახლოს, ან შეცვალოს. ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ, მომხმარებლებს ელექტრონული ფოსტის, ან პლატფორმაზე არსებული განცხადებების საშუალებით ეცნობებათ.

Gamarjobs.ge-ზე ვაკანსიების გამოქვეყნებით, თქვენ აღნიშნული პოლიტიკის შესახებ, თანხმობას აცხადებთ. აღნიშნული პოლიტიკის დარღვევამ შესაძლოა თქვენი ვაკანსიის წაშლა და/ან დროებით, თქვენს ანგარიშზე წვდომის უფლების შეჩერება გამოიწვიოს.

მადლობა თანამშრომლობისთვის და იმისთვის, რომ თქვენს რეკრუიტერულ პლატფორმად Gamarjobs აირჩიეთ. მოუთმენლად ველით, რომ თქვენი გუნდისთვის შესაფერისი კანდიდატის პოვნაში დაგეხმაროთ.