1. მომსახურების ციფრული მიწოდება

 Gamarjobs.ge ონლაინ დასაქმების წამყვანი პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს რეკრუიტმენტთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს. აღნიშნული მომსახურებების უმეტესი ნაწილი უფასოა და ის ისეთ სერვისებს მოიცავს, როგორიც ვაკანსიების განთავსება, პროფილის შექმნა და პლატფორმაზე განთავსებულ წყაროებთან წვდომაა. ჩვენ ასევე პრემიუმ ფუქნქციებს ვთავაზობთ მათ, ვისაც საკუთარი ვაკანსიების უფრო ფართომასშტაბიანი აუდიტორიისთვის გაცნობა სურს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ვაკანსიისთვის „სასწრაფო“ ან „რჩეული“ განცხადების სტატუსის მინიჭებაა შესაძლებელი. ზემოხსენებული მომსახურება ფასიანია. ჩვენი ყველა მომსახურება მომხმარებლებს ციფრულად, ჩვენი ონლაინ პლატფორმის საშუალებით, ფიზიკური პროდუქტების ჩარევის გარეშე მიეწოდება.

2. უფასო მომსახურეობები

  • სამსახურის ვაკანსიების განთავსება: ვებ გვერდზე ვაკანსიების სტანდარტული განთავსება უფასოდ, ჩვენი გუნდის მიერ, თქვენი ანგარიშის დადასტურებისთანავე ხდება. თქვენი ვაკანსიების გამოქვეყნებისთანავე, დასტურის იმეილს მიიღებთ.
  • პროფილის შექმნა: დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს ვებ გვერდზე ge პროფილის შექმნა და მისი მართვა უფასოდ შეუძლიათ. პროფილი შექმნისთანავე აქტიურდება და ის პლატფორმაზე მაშინვეა ხელმისაწვდომი.
  • ხელსაწყოთა პანელი: მომხმარებლებს პერსონალიზირებულ ხელსაწყოთა პანელზე აქვთ წვდომა, რომლის საშუალებითაც მათ ვაკანსისების ძიებისა და დასაქმების პროცესის, ინფორმაციის სამონიტორინგო აპლიკაციების, სამსახურის ვაკანსიების მიმოხილვისა და კანდიდატების ურთიერთკავშირის მონიტორინგის სრულად მართვა შეუძლიათ.
  • კანდიდატთა საბოლოო სია: დამსაქმებლებს კანდიდატთა საბოლოო სიის შედგენა უშუალოდ პლატფორმის დახმარებით შეუძლიათ, რაც მათ აპლიკანტების ეფექტურად ორგანიზებისა და აპლიკანტებისთვის პრიორიტეტის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს. აღნიშნული ქმედებების განხორციელება უფასოდ არის შესაძლებელი.
  • კანდიდატთა შეტყობინება: დამსაქმებლებსა და კანდიდატებს შეუძლიათ შეტყობინების ფუნქცია გააქტიურონ, რომლის საშუალებითაც მათ ახალი აპლიკანტების ან მათი კრიტერიუმების შესაბამისი ახალი კომპანიების შესახებ ეცნობებათ. აღნიშნული ფუნქცია პოტენციური ტალანტებისა და/ან ახალი ვაკანსიების შესახებ განახლებადი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს.
  • შეტყობინებათა სისტემა: პლატფორმას შეტყობინებათა შიდა სისტემა აქვს, რომელიც დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობას აძლევს, რაც თავის მხრივ, შეუფერხებელ ურთიერთკავშირსა და კომუნიკაციას უზრუნველყოფს.
  • შეხვედრები: დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს პლატფორმის საშუალებით, შეხვედრებისა ან გასაუბრებების დაგეგმვა და მართვა შეუძლიათ, რაც დასაქმების პროცესის გამარტივებასა და კოორდინაციის გაძლიერებას უზრუნველყოფს.

3. ფასიანი მომსახურეობები

იმ მომხმარებლებს, რომელთაც სურთ, რომ  საკუთარი ვაკანსიები უფრო ფართომასშტაბიან აუდიტორიას გააცნონ, gamarjobs.ge პრემიუმ მომსახურეობებს სთავაზობს:

  • ვაკანსიების სწრაფი განთავსება: გამოქვეყნებული ვაკანსიები, რომელთაც „სასწრაფო“ ვაკანსიების სტატუსი აქვთ, უფრო მნიშვნელოვან ვაკანსიებს წარმოადგენს. ჩვენს პლატფორმაზე მათ განთავსებას უფრო დიდი პრიორიტეტი ენიჭება. მომხმარებლებს აღნიშნული მომსახურეობით სარგებლობა წარმატებული გადახდისა და მისი დადასტურების შემდეგ, დაუყოვნებლივ შეუძლიათ.
  • გამორჩეული განცხადებები: ვაკანსიების გამორჩეული განცხადებები უფრო მეტი კანდიდატის ყურადღების მისაპყრობად უფრო მნიშვნელოვან და თვალსაჩინო ადგილას არის განთავსებული. მომხმარებლებს აღნიშნული მომსახურეობით სარგებლობა გადახდის დადასტურების შემდეგ, დაუყოვნებლივ შეუძლიათ.
  • Resume Bank-ში: Resume Bank საშუალებას აძლევს კანდიდატებს, დატოვონ თავიანთი რეზიუმე პირდაპირ კომპანიებისთვის gamarjobs.ge-ზე. როდესაც რეზიუმე ან პროფილი თავსდება კომპანიის Resume Bank-ში, ორგანიზაცია იღებს შეტყობინებას და რეზიუმე უფრო შესამჩნევი ხდება მათი სისტემის დეშბორდში. ეს ფუნქცია აჩვენებს კომპანიას, რომ კანდიდატს განსაკუთრებულად აინტერესებს მათთან მუშაობა.
  • სარეკლამო ბანერი: სარეკლამო ბანერის ფუნქცია გთავაზობთ 3 ტიპის სტრატეგიულად განთავსებულ ბანერებს ყველა ვაკანსიის გვერდზე (მეხუთე და მეთხუთმეტე ვაკანსიის შემდეგ ან მარცხენა მხარეს ძიების ფილტრებს შორის). ეს ბანერები ხილვადია ვაკანსიების მნახველებისთვის და უზრუნველყოფს მაღალ ხილვადობას კომპანიების ბრენდის ან ვაკანსიების პოპულარიზაციისთვის. ეს ფუნქცია შექმნილია კომპანიის პლატფორმაზე ხილვადობის გასაზრდელად.
  • ავტომატური განახლება: ავტომატური განახლების ფუნქცია უზრუნველყოფს ვაკანსიის ყოველდღიურ განახლებას 10 დღის განმავლობაში. ამ ფუნქციით ვაკანსია მუდმივად გამოჩნდება ძიების შედეგების სათავეში, რაც უზრუნველყოფს, რომ ის დარჩეს ხილვადი სამუშაოს მაძიებლებისთვის მთელი განახლების პერიოდის განმავლობაში.

4. მომსახურების აქტივაცია და მიწოდება

Gamarjobs.ge ყველა მომსახურების სწრაფ მიწოდებას უზრუნველყოფს. მომხმარებლებს უფასო მომსახურეობებით სარგებლობა მომხმარებლის პროფილის დადასტურებისა და ვაკანსიების გამოქვეყნების შემდეგ, დაუყოვნებლივ შეუძლიათ. ფასიანი მომსახურეობები სტანდარტული სამუშაო საათების განმავლობაში განხორციელებული გადახდიდან, 1 სამუშო დღეში აქტიურდება.

  • უფასო მომსახურეობები: უფასო მომსახურეობები დაუყოვნებლივ, ჩვენი მხარდაჭერის გუნდის მიერ, დამსაქმებლის ანგარიშის დადასტურებისთანავე აქტიურდება.
  • ფასიანი მომსახურეობები: ისეთი პრემიუმ მომსახურეობები, როგორებიც სასწრაფო და გამორჩეული განცხადებების განთავსებაა, ჩვეულებრივ წარმატებული გადახდის შემდგომ, 1 სამუშაო დღის განმავლობაში აქტიურდება (საქართველოს სტანდარტული დროით, 09:00 – 17:00 სამუშაო საათების განმავლობაში). მომხმარებლები აღნიშნული მომსახურეობების აქტივაციის დასტურის შესახებ შეტყობინებას მიიღებენ.

5. განუხორციელებელი მომსახურების შემთხვევები

იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც მომხმარებლები მომსახურების საფასურს იხდიან და მათ აღნიშნული მომსახურება ტექნიკური საკითხებისა ან გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო, მოსალოდნელ ვადაში არ მიეწოდებათ, პლატფორმის gamarjobs.ge გუნდი პრობლემის გადასაჭრელად დაუყოვნებლივ ზომებს მიიღებს. თუ მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდება არ მოხდება, შესაძლოა თანხის დაბრუნების საკითხი ჩვენი თანხის დაბრუნების პოლიტიკის მიხედვით იქნეს განხილული. შეიტყვეთ მეტი აქ. 

6. მომსახურების ცვლილებები

მომხმარებლებს საკუთარი ვაკანსიების ჩამონათვაში ცვლილებების შეტანა ხელსაწყოთა პანელის დახმარებით შეუძლიათ. დამატებით, მომხმარებლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოითხოვონ, რომ პლატფორმის gamarjobs.ge მხარდაჭერის გუნდმა ვაკანსიების გამოქვეყნების პროცესში ცვლილებების შეტანა, ან სხვა მომსახურეობების მიწოდება უზრუნველყონ. ფასიანი მომსახურეობების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილებები დაუყოვნებლივ, როგორც წესი, 1 სამუშაო დღის განმავლობაში, ვებსაიტზე განთავსებული სამუშაო საათების მიხედვით განხორციელდება.

7. საკონტაქტო ინფორმაცია

მომსახურების მიწოდებასთან ან ანგარიშთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს  დაუკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: [email protected].