როგორ უნდა შეარჩიოთ სწორი სამსახური თქვენი პიროვნული მახასიათებლებისა და უნარების მიხედვით?

Choose the Right Job

თქვენთვის იდეალური სამსახურის პოვნა მხოლოდ თქვენი უნარების სამუშაო აღწერილობასან შესაბამისობაზე არ არის დამოკიდებული – იმის გაგება, თუ როგორ შეესაბამება ამა თუ იმ პოზიციას თქვენი პიროვნული მახასიათებლები ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია. მნიშვნელობა არ აქვს როგორი ტიპის ადამიანი ხართ: კომუნიკაბელური, ანალიტიკური თუ დეტალებზე ორიენტირებული, თქვენი პიროვნული მახასიათებლების სწორ სამსახურთან დაკავშირება, სამსახურით უფრო დიდი კმაყოფილების მიღებასა და კარიერული წარმატების მოპოვებაში დაგეხმარებათ. ქვემოთ მოლარის, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერისა და ოფის მენეჯერის პოზიციებთან დაკავშირებული მაგალითების დახმარებით გასწავლით, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ სწორი სამსახური თქვენი პიროვნული მახასიათებლებისა და უნარების მიხედვით.

მოახდინეთ თქვენი ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება

პროცესი თქვენი პიროვნული ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებით დაიწყეთ. რა უფრო კარგად გამოგდით: კომუნიკაცია, ორგანიზება თუ პრობლემების გადაჭრა? მაგალითად, თუ ხალხთან ურთიერთობა გიყვართ და თან ძლიერი საკომუნიკაციო უნარები გაქვთ, თქვენთვის მოლარის ან ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიცია იდეალური იქნებოდა. თუ ლიდერობისა და სტრატეგიული დაგეგმვის უნარი გაქვთ, შესაძლოა კორპორატიული გაყიდვების მენეჯერისა ან ადმინისტრატორის პოზიცია თქვენთვის საუკეთესო არჩევანი აღმოჩნდეს.

 

შეუსაბამეთ თქვენი პიროვნული მახასიათებლები სხვადასხვა პოზიციას

ზოგი სამუშაო ადამიანის კონკრეტულ პიროვნულ მახასიათებლებს ბუნებრივად ერგება. ქვემოთ გაიგებთ, თუ როგორ უნდა მოახდინოთ ზოგადი პიროვნული მახასიათებლების მიხედვით, თქვენთვის შესაბამისი სამსახურის იდენტიფიცირება:

  • კომუნიკაბელური და სოციალური: თუ ხალხთან კომუნიკაცია სიამოვნებას განიჭებთ, შესაძლოა თქვენთვის მოლარის, ბარმენის ან გაყიდვების კონსულტანტის პოზიციები საუკეთესო არჩევანი იყოს. აღნიშნული პოზიციები ინტერპერსონალურ ცოდნასა და მომხმარებლებთან და კლიენტებთან კომუნიკაციის ძლიერ უნარებს მოითხოვს.
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული: თუ სტრუქტურიზებულ გარემოში მუშაობა მოგწონთ და დეტალებს მუდმივად აკვირდებით, შესაძლოა, თქვენთვის ოფის მენეჯერის, ადმინისტრატორისა ან მესაწყობის პოზიციები შესაფერისი იყოს. აღნიშნული პოზიციები კონკრეტული დავალებების შესრულებას, ორგანიზეულობასა და შეუფერხებელი პროცესის ურუნველყოფას მოითხოვს. 
  • ანალიტიკური და სტრატეგიული: თუ პრობლემებს ადვილად ჭრით და სტრატეგიულად ფიქრი მოგწონთ, შეგიძლიათ თქვენს მომავალ შესაძლო პოზიციებად კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ან კონსულტანტის პოზიციები განიხილოთ. ზემოხსენებული სამსახურებისთვის სტრატეგიული დაგეგმვის, გადაწყვეტილების მიღებისა და ანალიტიკური უნარებია მნიშვნელოვანი.

 

 ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორ სამუშაო გარემოს ანიჭებთ უპირატესობას

იმისთვის, რომ თქვენი სამსახურით კმაყოფილი იყოთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ როგორ გამოიყურება თქვენთვის იდეალური სამუშაო გარემო. როგორი სამუშაო გარემოცვა მოგწონთ: სწრაფად განვითარებადი, დინამიკური თუ უფრო მეტად სტრუქტურიზებული და სტაბილური? მაგალითად:

  • თუ ისეთი სამუშაო მოგწონთ, რომელიც თქვენგან დიდ ენერგიასა და მომხმარებლებთან პირისპირ კომუნიკაციას მოითხოვს, შესაძლოა თქვენთვის ბარმენის ან მოლარის პოზიციები შესაფერისი იყოს.
  • თუ უფრო მეტად წყნარ, ფოკუსირებულ ატმოსფეროს ანიჭებთ უპირატესობას, შესაძლოა საბუღალტრო ან ადმინისტრატორულ საქმიანობებში მიაღწიოთ წარმატებას. 

 

მიიღეთ სხვადასხვა სახის გამოცდილება

ზოგ შემთხვევაში, თქვენთვის შესაფერისი სამსახურის შესახებ მანამდე ვერ გაიგებთ, სანამ სხვადასხვა სახის გამოცდილებას არ მიიღებთ. იმ სფეროში, რომელიც გაინტერესებთ, შეგიძლიათ სტაჟირება გაიაროთ, ნახევარ განაკვეთიან პოზიციებზე მუშაობა სცადოთ, ან ფრილანსინგით დაკავდეთ. აღნიშნული საშუალებას გაძლევთ, რომ გრძელვადიანი ვალდებულებების  გარეშე, სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობა სცადოთ. მაგალითად, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ კორპორატიული გაყიდვების სფეროში გინდათ მუშაობა, შეგიძლიათ მუშაობა გაყიდვების კონულტანტის პოზიციაზე სცადოთ. ამ გზით შეძლებთ, რომ თქვენთვის შესაფერისი სამსახური იპოვნოთ. 

 

ხშირად დაშვებული შეცდომები, რომელთაც თავი უნდა აარიდოთ

  • თქვენი პიროვნული მახასიათებლების უგულებელყოფა: შესაძლოა კონკრეტული სამუშაოსთვის შესაბამისი უნარები გაგაჩნდეთ, თუმცა შეიძლება აღნიშნული სამუშაო თქვენს პიროვნულ მახასიათებლებს არ შეესაბამებოდეს. დარწმუნდით, რომ ესა თუ ის სამუშაო თქვენს ბუნებრივ მახასიათებლებთან შესაბამისობაში მოდის. 
  • სამსახურის არჩევა მხოლოდ მისი ანაზღაურების გათვალისწინებით: მიუხედავად იმისა რომ ანაზღაურება მნიშვნელოვანია, სამსახურის არჩევამ მხოლოდ ანაზღაურებაზე დაყრდნობით და თქვენი ინტერესებისა ან პირადი მახასიათებლების უგულებელყოფამ შესაძლოა თქვენი გადაღლა და სამსახურით უკმაყოფილება გამოიწვიოს. 
  • სამუშაო კულტურის უგულებელყოფა: ყველა სამუშაო გარემოს თავისი კულტურა აქვს. დარწმუნდით, რომ კონკრეტული კომპანიის კულტურა თქვენს ღირებულებებსა და თქვენთვის სასურველ სამუშაო სტილს შეესაბამება.

 

დასკვნა: გააკეთეთ სწორი არჩევანი

სწორი სამსახურის პოვნა მხოლოდ თქვენს უნარებზე არ არის დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, ისეთი სამსახური შეარჩიოთ, რომელიც თქვენს პიროვნულ მახასიათებლებსა და სამუშაო სტილს ერგება. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა პოზიციაზე აპირებთ მუშაობას – მოლარედ, ოფის მენეჯერად, თუ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერად, ეცადეთ, რომ დრო საკუთარ ძლიერ მხარეებსა და უპირატესობებზე კონცენტრირებას დაუთმოთ. სამსახურთან საკუთარი პიროვნული მახასიათებლების შესაბამება უფრო რეალიზებული და წარმატებული კარიერის ქონას განაპირობებს.

ქუქის პარამეტრები

✕

სხვა

სხვა დაუსაბუთებელი ქუქი - ფაილები არის ის, რაც ანალიზდება და ჯერ არ არ კლასიფიცირებული კლასიფიცირებული.

აუცილებელი

აუცილებელი
აუცილებელი ქუქი-ფაილები აუცილებელია ვებსაიტის корректულად მუშაობისთვის. ისინი უზრუნველყოფენ საიტის საბაზისო ფუნქციებსა და უსაფრთხოების მახასიათებლებს — ანონიმურად, მომხმარებლის იდენტიფიცირების გარეშე.

სარეკლამო

სარეკლამო ქუქი-ფაილები გამოიყენება იმისთვის, რომ ვიზიტორებს შესაბამისი რეკლამები და მარკეტინგული კამპანიები გამოუჩნდეთ. ისინი აკვირდებიან მომხმარებლის ქცევას სხვადასხვა ვებსაიტზე და აგროვებენ ინფორმაციას პერსონალიზებული რეკლამების ჩვენებისთვის.

ანალიტიკა

ანალიტიკური ქუქი-ფაილები გამოიყენება იმის გასაგებად, როგორ ურთიერთობენ მომხმარებლები ვებსაიტთან. ისინი იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას — როგორიცაა ვიზიტორების რაოდენობა, ტრაფიკის წყაროები და სხვა სტატისტიკა, რაც ეხმარება საიტის გაუმჯობესებას.

ფუნქციური

ფუნქციური ქუქიები ეხმარება ვებსაიტს გარკვეული ფუნქციების შესრულებაში — მაგალითად, კონტენტის გაზიარება სოციალურ ქსელებში, მომხმარებლის ფიდბექის შეგროვება და მესამე მხარის სხვა სერვისების გამოყენება.

შესრულება

შესრულების ქუქი-ფაილები გამოიყენება ვებსაიტის ძირითადი მუშაობის მაჩვენებლების გასაანალიზებლად — ეს ხელს უწყობს იმის გაგებას, როგორ იყენებენ მომხმარებლები საიტს და ეხმარება საიტის გაუმჯობესებაში, რათა ვიზიტორებს უკეთესი გამოცდილება მივაწოდოთ.