შესაძლოა, გასაუბრებისთვის მზადების პროცესი თქვენში ნერვიულობას იწვევდეს, თუმცა სწორი მიდგომის დახმარებით, შეგიძლიათ ნებისმიერ გასაუბრებას თავდაჯერებულად დაესწროთ. მნიშვნელობა არ აქვს, მოლარის, კონსულტანტისა, თუ კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციით ხართ დაინტერესებული, საკუთარი თავისა და გამოცდილებების სწორად წარმოჩენა კონკრეტული სამსახურის მისაღებად არსებითად მნიშვნელოვანია. ქვემოთ, ნებისმიერ ინდუსტიაში გასაუბრების წარმატებით წარსამართავად საჭირო ძირითად რჩევებს გაეცნობით.
ჩაატარეთ კვლევა კომპანიისა და პოზიციის შესახებ
გასაუბრებამდე დრო კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოძიებას დაუთმეთ. გაეცანით მათ მისიას, ღირებულებებსა და კონკრეტული პოზიციისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს. მაგალითად, თუ გასაუბრება მოლარე კონსულტანტის პოზიციის დასაკავებლად გაქვთ, ეცადეთ, რომ კომპანიაში არსებულ მომხმარებელთა მომსახურეობასთან დაკავშირებულ მიდგომას გაეცნოთ. კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციისთვის, კომპანიის მიზნებთან თქვენი გაყიდვების სტრატეგიების შესაბამისობა განიხილეთ. აღნიშნული, გასაუბრებაზე თქვენი პასუხების მორგებასა და პოზიციის მიმართ გულწრფელი ინტერესის გამოხატვაში დაგეხმარებათ.
ივარჯიშეთ გასაუბრებებისთვის დამახასიათებელ ზოგად შეკითხვებზე
მიუხედავად იმისა, რომ ყოველი გასაუბრება ერთმანეთისგან განსხვავდება, არსებობს კონკრეტული შეკითხვები, რომელთაც თითქმის ყველა გასაუბრებისას შევხვდებით. მზად იყავით შემდეგ ზოგად შეკითხვებზე საპასუხოდ:
- „მოგვიყევით თქვენ შესახებ“
- „რა არის თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები?“
- „რატომ გსურთ ჩვენთან მუშაობა?“ კონსულტანტის პოზიციისთვის ხაზი თქვენს პრობლემების გადაჭრისა და საკომუნიკაციო უნარებს გაუსვით. თუ გასაუბრება ადმინისტრატორის პოზიციის დასაკავებლად გაქვთ, თქვენს საორგანიზაციო და მულტიტასკინგის უნარებზე კონცენტრირდით. კონკრეტული პოზიციის დასაკავებლად ჩატარებულ გასაუბრებაზე თქვენი პასუხების მორგება ცხადად აჩვენებს, რომ გასაუბრებამდე ძირფესვიანად მოემზადეთ.
ხაზი გაუსვით თქვენს მიღწევებს
დამსაქმებლებს მხოლოდ იმის ცოდნა არ სურთ, ფლობთ თუ არა საჭირო უნარებს. მათ ასევე ის აინტერესებთ, თუ როგორ იყენებთ აღნიშნულ უნარებს მიზნის მისაღწევად. მზად იყავით თქვენს მიღწევებთან დაკავშირებული კონკრეტული მაგალითების განსახილველად. გაყიდვების მენეჯერის პოზიციისთვის, იმაზე კონცენტრირდით, თუ როგორ ასრულებთ ან აჭარბებთ გაყიდვების სასურველ მიზანს. თუ ოფისის მენეჯერის პოზიციით ხართ დაინტერესებული, ხაზი გაუსვით იმ გამოცდილებებს, რომლის საშუალებითაც ოფისის საქმიანობისა და ახალი სისტემების განვითარება უზრუნველყავით.
შეარჩიეთ შესაბამისი სამოსი
პირველ შთაბეჭდილებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თქვენი კანდიდატის აღქმისას, ჩაცმულობა დიდ როლს თამაშობს. შეარჩიეთ ისეთი სამოსი, რომელიც კომპანიის წესებს შეესაბამება. თუ კომპანიაში არსებული კულტურის შესახებ დარწმუნებული არ ხართ, უმჯობესია უპირატესობა პროფესიონალურ ჩაცმულობას მიანიჭოთ. მაგალითად, თუ გასაუბრება დახვეწილ რესტორანში ბარმენის პოზიციის დასაკავებლად ტარდება, შეგიძლიათ ნაკლებად ფორმალური სამოსი შეარჩიოთ. თუმცა, თუ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციით ხართ დაინტერესებული, უპირატესობა უფრო ფორმალურ, ელეგანტურ სამოსს მიანიჭეთ.
დასვით შინაარსიანი კითხვები
გასაუბრების დასასრულს, საკუთარი კითხვების დასმას მოგთხოვენ. სწორედ აღნიშნული კითხვები იმის შესაძლებლობას გაძლევთ, რომ დამსაქმებელს თქვენი ინტერესი და ცნობისმოყვარეობა დაანახოთ. დასვით კითხვები კომპანიის მიზნების, გუნდური დინამიკისა ან პროფესიული ზრდის შესაძლებლობების შესახებ. მაგალითად, თუ კონსულტანტის პოზიციით ხართ დაინტერესებული, შეგიძლიათ კითხვა თქვენი კლიენტების მოსალოდნელი ტიპების შესახებ დასვათ. თუ ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციით ხართ დაინტერესებული, შეკითხვები ტრეინინგებისა და შერულების მეტრიკის შესახებ დასვით.
ხშირად დაშვებული შეცდომები, რომელთაც თავი უნდა აარიდოთ
- გასაუბრებისთვის მოუმზადებლობა: გასაუბრებაზე კვლევის ჩატარების, ან მომზადების გარეშე მისვლამ შესაძლოა უინტერესო და გამოუცდელ კანდიდატად წარმოგაჩინოთ.
- ზედმეტი ან არასაკმარისი საუბარი: დაიცავით ბალანსი. დამსაქმებელს საკუთარი კვალიფიკაციის შესახებ პასუხები თავისუფლად და მოკლედ, მერყეობის გარეშე გაეცით.
- გასაუბრების შემდეგ ინტერესის არ გამოჩენა: გასაუბრების შემდეგ, შეგიძლიათ მადლობის წერილი გაგზავნოთ, იმისთვის, რომ დამსაქმებელს მოცემული შესაძლებლობისთვის მადლიერება დაანახოთ. მართალია აღნიშნული ძალიან მცირე ჟესტს წარმოადგენს, თუმცა ამგვარად დამსაქმებელზე პოზიტიურ შთაბეჭდილებას დატოვებთ.
გასაუბრებისთვის მომზადება თქვენი წარმატების საფუძველია
გასაუბრებისთვის შესაბამისად მომზადების საშუალებით, შეგიძლიათ დამსაქმებელზე გრძელვადიანი შთაბეჭდილება დატოვოთ და ამავდროულად, სხვა კანდიდატებისგან გამოირჩეოდეთ. მნიშვნელობა არ აქვს, გასაუბრება მოლარის, კორპორაციული გაყიდვების მენეჯერისა, თუ ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციის დასაკავებლად ტარდება, კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოძიებაზე, პასუხების მომზადებასა და საკუთარი თავის პროფესიონალურად წარმოჩენაზე კონცენტრირდით. აღნიშნული სტრატეგიები, შემდეგ გასაუბრებაზე წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.



