სამუშაოს მიმოხილვა

  • გამოქვეყნების თარიღი
    13/03/2024
  • მეგობრული მისამართი
  • ვადის გასვლის თარიღი
    13/06/2024
  • გამოცდილების
    გამოცდილება 3 წლიდან
  • Განათლება
    ბაკალავრი

ვაკანსიის აღწერა

კომპანია „არქი”, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. ჩვენ უკვე წარმატებით დავასრულეთ 47 პროექტი და ამჟამად გვაქვს 19 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. „არქი“-ში ვეძებთ არქიტექტორს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

  • არქიტექტურული პროექტების დეტალური ნახაზების შექმნა;
  • არქიტექტურული პროექტის შექმნის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან;
  • პროექტის შესაბამისად, შიდა და გარე დიზაინების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • საჭიროების შემთხვევაში, არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება;
  • შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება;
  • სამშენებლო ობიექტზე ვიზიტის განხორციელება, სამუშაოების მსვლელობის დათვალიერება და მშენებლობის პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
  • აუცილებელია მრავალბინიან არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ARCHICAD-ის და REVIT-ის პროგრამების ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა.

ჩვენ კი გთავაზობთ:

  • პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
  • მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
  • სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში.

სავალდებულოა პორტფოლიოს ატვირთვათუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 14 აპრილის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.