სამშენებლო პროცესებისა და ხარისხის მართვის მენეჯერი

სამუშაოს მიმოხილვა

  • გამოქვეყნების თარიღი
    15/03/2024
  • მეგობრული მისამართი
  • ვადის გასვლის თარიღი
    15/06/2024
  • გამოცდილების
    გამოცდილება 3 წლიდან
  • Განათლება
    ბაკალავრი

ვაკანსიის აღწერა

ჩვენ ვართ კომპანია “არქი”, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. ჩვენ უკვე წარმატებით დავასრულეთ 47 პროექტი და ამჟამად გვაქვს 19 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.არქიში ვეძებთ სამშენებლო პროცესებისა და ხარისხის მართვის მენეჯერს და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.ძირითადი ფუნქციები:

  • სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის რევიზია;
  • სატენდერო ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების პერიოდული მონიტორინგი;
  • მშენებლობის წარმოების დროს, საწარმოო პროცესების ოპტიმიზაცია და ტექნოლოგიური ციკლის ადმინისტრირება.
  • ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება სამშენებლო პროცესების წარმოების დროს.
  • მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების კონტროლი;
  • გამოყენებული მასალების ხარისხის კონტროლი;
  • სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების იდენტიფიცირება;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოს ფორმა 2-ის მიღება/დადასტურება;
  • არქიტექტურული ნაწილის პროექტირების პროცესში მონაწილეობის მიღება, საპროექტო ჯგუფის კონსულტირება ტექნიკურ საკითხებში.
  • საჭიროების მიხედვით, საპროექტო ცვლილებების ინიცირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის მიმართულებით;
  • ანალოგიურ პოზიციაზე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება ან/და კონსტრუქციული მდგრადობის საანგარიშო პროგრამის ფლობა/მოდელირების გამოცდილება.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 14 აპრილის ჩათვლით:https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.phpდაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.