სამშენებლო პროექტების დირექტორი

სამუშაოს მიმოხილვა

  • გამოქვეყნების თარიღი
    24/04/2024
  • ვადის გასვლის თარიღი
    24/07/2024

ვაკანსიის აღწერა

კომპანია “არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. ჩვენ უკვე წარმატებით დავასრულეთ 45 პროექტი და ამჟამად გვაქვს 22 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

“არქი”-ში ვეძებთ სამშენებლო პროექტების დირექტორს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

დაქვემდებარებული თანამშრომლების რაოდენობა: 32 თანამშრომელი

• სამშენებლო პროცესის მიმდინარეობის სრული ციკლის მართვა;
• სამშენებლო პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა და სამუშაოების ვადების განსაზღვრა;
• პროექტების ბიუჯეტის მუდმივი კონტროლი;
• შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა;
• დაქვემდებარებული გუნდის კოორდინირებული და ეფექტური მართვა;
• კონტრაქტორების და ქვეკონტრაქტორების შერჩევა, მოლაპარაკებების წარმოება;
• სამშენებლო, საოპერაციო და შესყიდვების პროცესების დაგეგმვა და კონტროლი;
• პროექტების განვითარების ყველა ეტაპზე, ჩართული სტრუქტურების (როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარე კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორების) კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
• მშენებლობის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან და შესაბამისი პირების კოორდინაცია;
• მშენებარე ობიექტებზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგი, გეგმა-გრაფიკების/ვადების და ხარისხის კონტროლი;
• პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკების ადრეული იდენტიფიცირება; ანალიზი და გადაწყვეტის გზების შეჯერება ჩართულ მხარეებთან;
• მშენებლობის პროგრესის შეფასება და რეგულარული რეპორტინგი გენერალურ დირექტორთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
• აუცილებელია სამშენებლო მიმართულებით, მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
• MS Excel და MS Project პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
• სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 20 მარტის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.