მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი
Customer Relations Department Specialist
სამუშაოს მიმოხილვა
-
გამოქვეყნების თარიღი03/10/2024
-
ვადის გასვლის თარიღი01/01/2025
ვაკანსიის აღწერა
სს ”ოპპა” ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.პოზიციის მიზანია, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, მომხმარებლის დახმარება / კონსულტაციის გაწევა.შენ უზრუნველყოფ: • მომხმარებლების სწრაფ და ეფექტურ მომსახურებას; • შემოსული ზარების/ჩატების მიღება – პასუხის გაცემას და შესაბამის რეაგირებას; • მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევას და დეტალური ინფორმაციის მიწოდებას; • მომხმარებლების ინფორმირებას კომპანიის პროდუქტების შესახებ; • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებთან გამავალი ზარის განხორციელებას.მნიშვნელოვანია: • გქონდეს უმაღლესი განათლება ან იყო დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; • გქონდეს მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა მომსახურების სფეროში ნამუშევარ კანდიდატებს; • გქონდეს ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს “ოპპა”- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.სს “ოპპას” შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 0322 2 303 308.