ოჯახის ექიმების ასისტენტების კოორდინატორი
Coordinator of Family Physician Assistants
Job Overview
-
Date Posted22/01/2025
-
Expiration Date23/03/2025
Job Description
სს “სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმების ასისტენტების კოორდინატორის პოზიციაზე.სს “სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (https://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (https://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს – სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.პასუხისმგებლობები: • ექიმის ასისტენტების მიერ განხილული შემთხვევების მონიტორინგი, სხვა რთული და სადავო ქეისების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება; • ასისტენტების მიერ უკვე დარეგულირებული შემთხვევების კონტროლი სისტემური ხარვეზების გამოვლენის მიზნით; • გამოვლენილი ხარვეზების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების გატარება; • შემოსული პრეტენზიების ანალიზი და მათ მოკვლევა/პრევენციაში ჩართულობა; • შეხვედრების ორგანიზება ხარვეზების/შეცდომების პრევენციისათვის; • მომსახურების პროცესების მონიტორინგი და შესრულების ვადების დაცვა. ხარვეზების შემთხვევაში სისტემური პრობლემის მოძიებასა და მის გამოსწორებაზე ზრუნვა; • შესრულებული სამუშაოს რეპორტების წარმოება/ბაზების დამუშავება; • მომსახურების სტანდარტის კონტროლი/თანამშრომლების შეფასებისა და ბონუსირების პროცესში ჩართულობა; • შვებულებებისა და დეიოფების განაწილება/კონტროლი; • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.მოთხოვნები: • უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით; • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს ან მომიჯნავე სფეროში; • სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა; • ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი; • დეტალებზე ორიენტირებულობა.დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected].გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას “Subject line” – ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოჯახის ექიმების ასისტენტების კოორდინატორი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 თებერვალი. “ჯიპიაი ჰოლდინგი” გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ – მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/